საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის თეოხარისის თქმით, ქვეყანა ტურისტებს ივლისიდან მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას news.gtp ავრცელებს.
„სეზონის უმეტესი ნაწილის გადარჩენის მიზნით, ჩვენ მოქმედება ივლისში უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყანაში ვერ მოხდება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმი ამუშავდეს“, – განაცხადა თეოხარისმა BBC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.
„ტურისტებს 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“, – მიმართა მან BBC News-ის ჟურნალისტს.
კომენტარები