პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა Bradley-ს ტიპის ამერიკული საბრძოლო მანქანები უახლოეს კვირებში მიიღოს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პენტაგონი არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეძლებისდაგვარად სწრაფად და დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ გამოვაცხადოთ ზუსტად როდის ჩავა უკრაინაში ეს სისტემები. უკრაინელი სამხედროების წვრთნა Bradley-ს ჯავშან ქვეით მანქანებზე გერმანიის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე ჩატარდება”, – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის Bradley -ის ტიპის საბრძოლო მანქანების გაგზავნას განიხილავს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 5 იანვარს დაადასტურა.
კომენტარები