პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბესელიას “ნაციონალური მოძრაობის” ქომაგს უწოდებს:
„კობახიძეს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ. ეს მისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ის არის ღია ლობისტი იმ კლანის, ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, მაგრამ ალბათ, მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა ამდენი „ამაგის” შემდეგ.
ეს კლანი ზუსტად განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როდესაც ამ მოსამართლეეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც წინა რეჟიმის დროს ამ ძალადობრივ სისტემას ეს მოსამართლეები, მათ შორის ყველაზე დიდ პატრონაჟს უწევდნენ, კობახიძე და მის მიერ მოყვანილი პატარა, გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და ამ კლანის ღია ლობისტები გახდნენ, არცერთ თქვენგანს არ გახსოვთ მათი ამოღებული ხმა”
კომენტარები