საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესა და თეოლოგ ლადო ნარსიას შორის, წერილების და წერილების პასუხების გაცვლა, მეორე დღეა გრელდება, ამჯერად, ლადო ნარსიამ, ღიად უთხრა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რომ ის ნებით, თუ უნებლიედ, რუსულ საქმეს აკეთებს და სხვა კითხვებთან ერთად, ეს კითხვაც დაუსვა: “ყოვლად დაუსაბუთებლად მოღალატეს და გამყიდველს ეძახით ბნ. მელაშვილს. ამ ბოღმით გასიებული ადამიანების წინაშე ნუთუ ეს მის სასიკვდილოდ გამეტებას არ ნიშნავს?”
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამჯერად, ბრალდების მხოლოდ იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც ივერი მელაშვილს ეხება და მის პასუხს, “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
“ლადო ნარსიას საყურადღებოდ, მოიყვანე ერთი შემთხვევა, როდესაც მე პერსონალურად ივერი მელაშვილს მოღალატე ვუწოდე.
ნუ აურევ იმ შემთხვევასთან, როდესაც კომისიის მუშაობას ვუწოდე მოღალატეობრივი, მაშინ ეჭვმიტანილები არ არსებობდა და რამდენადაც კომისა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, სახელმწიფოსადმი გამოთქმული ბრალდება იყო ეს.
მთავარ არხზე გამოქვეყნებული ე.წ. ГРУ ს სიები თუ შენთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია, გასაგებია რა ბოდვით ვერსიებშიც ხართ.”
როგორც ჩანს, მოქალაქეები დაიბნენ და კომენტარებში, დეკანოზ ანდრიას ეკითხებიან: “და არ არის მოღალატე?” – ამ დროისათვის, მამა ანდრია, კითხვას არ პასუხობს.
კომენტარები