ამ წუთებში, საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ გააცნო ადამიანებს პატრიარქის რეკომენდაციები და შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მამა შალვა კეკელიძის ნათქვამს, რომ მრევლს შეუძლია კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდეს ტაძარში და იქ დარჩეს დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე:
ანდრია ჯაღმაიძე:
“ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 9 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში საადღგომო მსახურების დროს, მან იჩქარა, არ დაელოდა, არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან.
ჯერჯერობით არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. პრემიერ-მინისტრმა ბრძანა რომ ყველაფერს იღონებენ, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი. ამ იმედით ვლოცულობთ და ველოდებით ამ პრობლემის გადაჭრას.
ეს არ არის ოფიციალური განცხადება, რომ საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იქნება მრევლი ტაძარში და ეს არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას.”
კომენტარები