ნანა სანდერ, სოციალურ ქსელში, უკრაინაში მოკლული ქართველი მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას ფოტოს ავრცელებს და წერს:
“არ ვიცი როგორ არ აგიჟებს ადამიანებს ის ფაქტი რომ 27 წლის ქართველი ბიჭი, მდიდარ, მოწესრიგებულ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში- მიუნხენში მცხოვრები, წავიდა უკრაინაში, ქართველების და უკრაინელების საერთო მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, საქართველოსთვის და უკრაინისთვის იბრძოლა, რაც ირიბად ნიშნავს იმას, რომ ქართველების და უკრაინელების თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე, თბილ, გემრიელ, მდიდარ, პერსპექტიულ მიუნხენში დაბრუნების ნაცვლად, ან საქართველოში ჩემოდნით და ზურგჩანთით ჩამოსვლის ნაცვლად, კუბოთი ჩამოასვენეს თბილისის აეროპორტში და ამ, და ასეთი ბიჭის ლანძღვის უფლება და საშუალება აქვს ამომრჩეველ მოტყZნულ ქართულ ოცნებას… არ ვიცი როგორ არ აშინებთ ადამიანებს ის ფაქტი, რომ ჯაბასნაირი ადამიანების ლანძღვის, დამცირების, ცილისწამების, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით მუქარის უფლება აქვს დეფაქტო მთავრობას და ამაზე პასუხის მომთხოვი არ ჰყავთ. რა გაუკეთებიათ, რა გაუღიათ ცხოვრებაში ჯაბაზე და სხვა გმირებზე მეტი, რომ მათ არ/ ვერ შეეხონ, ვერ გალანძღონ, ვერ დაამცირონ, ცილი ვერ დასწამონ, ვერ დაემუქრონ, ვერ ჩამოართვან მოქალაქეობა?
კომენტარები