ჟურნალისტი თეონა გეგელია სოციალურ ქსელში წერს:
,,ვინც პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, ყველას ახსოვს გეოგრაფიის ოთახში ნორა ტარიელაშვილის გადაღებული და დაარქივებული ფირები, რომელზეც ინახებოდა ამ სკოლის ალბათ ყველა თაობის მოსწავლის კადრები. სკოლას რომ ამთავრებდი იმავე ოთახში აწყობდა ამ ფირების ჩვენებას. ჩემს კლასს მეოთხე კლასში გადაუღო და გვაჩვენა კიდეც ბოლო ზარის შემდეგ (მე ნიკოლაძეში ვსწავლობდი მაშინ, მაგრამ ბოლო ზარს ვესწრებოდი)). მას შემდეგ სულ მინდოდა ამ კადრების ნახვა და გადმოწერა, მაგრამ სკოლამდე ვერ მივაღწიე.
დღეს რატომღაც ავბოდიალდი (დრო მაქვს ბევრი). ნუ სკოლა რას ჰგავს და რა სახეებით გპასუხობენ ყველაზე კეთილ და უვნებელ შეკითხვებზე კარის ქალიდან დაწყებული დირექციით დამთავრებული, ეგ ცალკე დიდი სევდაა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის არქივი აღარ არსებობს საერთოდ და რომ ვიკითხე რატომ, სამი წლის წინ გეოგრაფიის იმ ოთახში რემონტი გავაკეთეთ და მაშინ გაქრა, მიმოიფანტა, ზოგი სარდაფში ჩაიტანეს მგონი, აღარ არსებობს, ვერაფრით დაგეხმარებითო.
მოკლედ თუ ჩემსავით იმედი გქონდათ, რომ როდესმე სკოლაში მიხვიდოდით და იმ ფირებს გადმოწერდით, აღარ იწვალოთ, აღარ არსებობს.
ხო, ციცო დოლიძე ვნახე :დ მასთან ამაგზავნეს. სამასწავლებლოში რომ შევიხედე ბავშვებს ტუქსავდა. თითქმის არ შეცვლილა. ნორა ტარიელაშვილი დიდი ხნის წინ გარდაიცვალაო.
ქალმა როგორი არქივი დატოვა, ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე და ამათ საკლასო ოთახის რემონტს გადააყოლეს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ სწავლობდა ამ სკოლაში, არქივი ხომ ყველა შემთხვევაში უნიკალური იყო.
როგორ არაფერს არც აზრი და არც ფასი არ აქვს ამ ქვეყანაში. მთელი ცხოვრება თავზე რომ იარო, ბოლოს მაინც ველური მოვა და ყველაფერს წყალში გადაგიყრის.
ბავშვები შემეცოდნენ. ნეტა რას ავდიდოდი საერთოდ.”
კომენტარები