SKY-NEWS-მა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა რენტენგისა და კომპიტერული ტომოგრაფიის საშუალებით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ არის დაზიანებული ადამიანის ფილტები კოვიდ 19-ის ვირუსის მოქმედების შედეგად. სკანირებულ ვიდეოზე ნაჩვენებია,რომ პაციენტთა ფილტვები ივსება წებოვანი ლორწოთი, რაც ხელს უშლის მათ ინჰალაციას, რადგან ორგანოში ჰაერი ვერ აღწევს. რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მასობრივმა გავრცელებამ ხელი შეუწყო ექიმებისთვის კორონავირუსით მძიმედ დაავადებულთა უსწრაფეს დიაგნოსტიკას და მათ ოპერატიულ მკურნალობასაც.
უსწრაფეს დიაგნოსტიკას და მათ ოპერატიულ მკურნალობასაც.
ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული იქნა გარდაცვლილი და გამოჯანმრთელებული პაციენტების ფილტვების რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაღებული სურათები, რომელიც კორონავირუსის განვითარების პარალელურად მათი სასუნთქი ორგანოს მდგომარეობას ასახავს.
რენტგენის პირველ ფოტოზე ასახულია ფილტვები, რომელიც კორონავირუსისგან გარდაცვლილ 44 წლის ჩინელ მამაკაცს ეკუთვნის. იგი ჰუანანის ზღვის პროდუქტების იმ ბაზრობის თანამშრომელი იყო, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი. სკანირებულ ფოტოზე ჩანს თუ, როგორ იზრდება დღეების განმალობაში დაავადებული მამაკაცის ფილტვებში სითხის შემცველობა, რომელიც ორგანოს უზღუდავს ინჰალაციის ფუნქციის შესრულებას. იგი ორკვირიანი მაღალი სიცხისა და ხველების შემდეგ მიიყვანეს საავადმყოფოში გასული წლის 25 დეკემბერს. მამაკაცს პნეუმონია და მწვავე რესპირატორული აშლილობა დაუდგინდა. მიუხედავად ერთკვირიანი მკურნალობისა, იგი მაინც გარდაიცვალა.
ამერიკის რადიოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ფოტოზე ასახულია კორონავირუსისგან განკურნებული 42 წლის უხანელი მამაკაცის კომპიუტერული ტომოგრაფიით აღბეჭდილი ფილტვები. გაცხადებული ინფორმაციით, დაავადებული მამაკაცის ფილტვების მდგომარეობის შემოწმება რენტგენოლოგიური სურათით მოხდა მძიმე სიმპტომების გაჩენიდან 7 დღის შემდეგ. სკანირებულმა მასალამ აჩვენა, რომ ფილტვებში თანდათან გროვდებოდა ლორწოვანი გარსები, რომელიც ორგანოს გამჭვირვალობას ყოველდღიურად ართულებდა და მდგომარეობა საგრძნობლად უარესდებოდა. 19 დღიანი მკურნალობის შემდეგ ფილტვებმა გამოჯანმრთელება დაიწყეს, ხოლო 31-ე დღეს კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ სასუნთქი ორგანოს სრულად განკურნვა დააფიქსირა კორონავირუსისგან.
კომენტარები