პერუს პატარა ქალაქის მერმა სცადა, პოლიციელებისთვის თავი მკვდრად მოეჩვენებინა, რათა არ დაეკავებინათ მას შემდეგ, რაც იგი მეგობრებთან ერთად კარანტინის დროს ალოჰოლურ ნივთიერებებს სვამდა.
ჯემი როლანდო ურბინა ტორესის ფოტო „ვირუსულად“ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სადაც ასახულია, თუ როგორ წევს სახეზე პირბადით შემოსილი ქალაქის მერი სპეციალურ სათავსოში და ახდენს გარდაცვლილის იმიტრებას.
პოლიციელთა თქმით, მერმა დაარღვია სოციალური დისტანცირების წესები იმისათვის რათა მეგობრებთან ერთად დაელია ლიქიორი. მისი დაკავება არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა.
უცნობია ის და მისი მეგობრები სად სვამდნენ ალკოჰოლს ან ის თუ რატომ იყო შემთხვევის ადგილას უთავსახურო კუბო.
ტორესს ადგილობრივები ადანაშაულებენ აგრეთვე იმაში, რომ იგი სერიოზულად არ აღიქვამს კოროანვირუსისგან მომდინარე საფრთხეს და ქალაქში უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ზომებს არ ატარებს.
ქალაქში, რომლის მერიც გახლავთ ტორესი 66 დღის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით სრულ იზოლაციაში მოექცა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები აგრესიას არ მალავენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მან მხოლოდ 6 დღე გაატარა ქალაქში კარანტინის გამოცხადების დღიდან.
კომენტარები