ცნობილმა თურქმა მსახიობმა, ნაზიმ ჯიჰანმა, ქართველი მესაზღვრეების მიერ ჩამორთმეული თუთიყუში, სახელად ფაშა 162 დღის შემდეგ დაიბრუნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, “ანადოლი” იუწყება.
„ეს ისტორია 2019 წლის 27 აგვისტოს დაიწყო, როცა მე აზერბაიჯანიდან საქართველოში ვბრუნდებოდი. თუთიყუში მე მუდმივად თან დამყავს. ქართველმა მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ თუთიყუშის დოკუმენტებს ვადა გასული აქვსო. ჩამომართვეს და ზოოპარკში ჩასვეს. 162 დღის განმავლობაში შვიდჯერ ვიყავი საქართველოში, რომ ჩემი ფაშას ამბები გამეგო. ზოოპარკში, „ფაშას“ გარდა, კიდევ სამი თუთიყუში ჰყავდათ, ვატყობდი, რომ მათზე კარგად არ ზრუნავდნენ. ბოლოს, თურქეთის საელჩოსა და საკონსულოს ჩარევით, ყველაფერი დადებითად გადაწყდა – ფაშა უკვე პატრონთანაა“, – ამბობს მსახიობი.
კომენტარები