საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება:
„რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ დღეს ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებაში. ასევე დეტალურად ვიკვლევთ იმ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე არ ვადასტურებ ამ საკითხს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება.
ყველა კლინიკის აღჭურვილობა, არის ეს მაღალტექნოლოგიური, თუ პირადი დაცვის საშუალებებით, ჩვენ ვზრუნავთ და სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზრუნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით.ასევე ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვქონდა და გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით“
1ტვ
კომენტარები