მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ ნიკა მელიას სასამრთლო პროცესიდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „ვსაუბრობთ წონის დაკლებაზე. 19 კილო დაუკლია. კმარა. გამო“
ნიკა მელიას „დიეტით“ ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი დაინტერესდა და ზოგმა სურვილიც გამოთქვა, ჩავჯდები ერთი თვით, თუ მეც დავაგდებ წონასო, ზოგმა – „ვირის აბამო კი არა, ფიტნეს-კლუბი ყოფილაო“, ირაკლი ოქრუაშვილმა კი, აქვე, „ციხის დიეტაც“ გამოაქვეყნა:
ირაკლი ოქრუაშვილი: „ჩემი 40 დღეში 20 კილო იყო. გიგი უგულავა მაღაზიის შეკვეთილი საჭმელი სულ შენთან მოდიოდა.“
გიგი უგულავა: „მე ორ თვეში 15 კილო დავიკელი“
ირაკლი ოქრუაშვილი: „ წიწიბურა სამუდამოდ შემძულდა და ოთხშაბათი პარასკევი დღემდე ლობიო მახსენდება…
1 თვიანი დიეტა არ არსებობს, არავინ მოგატყუოთ. ციხის დიეტა იწყება 3 თვიდან და +, მაგრამ უმარტივესია. დილით აიღებთ რძის მინის ბოთლს, ჩაასხამთ 2/3-1/3-ზე გაზავებულ მოტორის ზეთს და დიზელის საწვავს. თავში გაუკეთებთ რბილი ქსოვილის ნაჭერს და დიეტის მთავარი ინგრედიენტი – მოლოტოვის კოქტეილი მზადაა. შემდეგ ბოთლიანად გამოდიხართ ქუჩაში და ეძებთ შკოდას მარკის ავტომანქანას, ოღონდ აუცილებლად წინა მინები დაბურული უნდა ჰქონდეს. დაინახავთ თუ არა ამ სახის ავტომობილს, კოქტეილს კარგად შეანჯღრევთ, გადმოშვერილ ქსოვილს ცეცხლს უკიდებთ და ავტომანქანას ესვრით მოტორის არეალში. მოარტყამთ თუ არა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, დიეტა ავტომატურად დაიწყება…“
კომენტარები