თბილისის მერიმა, კახა კალაძემ, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ახალგარემონტებული წერეთლის გამზირის დატბორვას და თქვა რომ სანიაღვრე სისტემას არანაირი პრობლემა არ აქვს, ისევე, როგორც დოლიძის ქუჩაზე, ალბათ, ან ვაჟა ფშაველას გამზირზე, ან კიდევ სხვა არაერთ ქუჩაზე, სადაც გუშინ საღამოს, სანიაღვრე სისტემებმა ან არ იმუშავა, ან ნაწილობრივ იმუშავა.
„გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები. სპეციალური მოწყობილობით – რობოტით, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არასებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები