„კატასტროფის ცენტრმა“ განცხადება გააკეთა, რომ „COVID-19-ზე ნებაყოფლობითი ტესტირება უკვე შესაძლებელია ბინაზე გამოძახებით. დარჩით სახლში – ტესტირება ბინაზე გამოძახებით.“
„ალია“ ესაუბრება „კატასტროფის ცენტრის“ დირექტორს გიორგი შათირიშვილს:
-იქვე ეუბნებით პასუხს პაციენტს? და თუ აღმოჩნდა დადებითი, როგორ იქცევით?
-კი, 5 წუთშია პასუხი. ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ შესაბამის სამსახურს, შემდეგი ნაბიჯები, სახელმწიფოს დაგეგმარებით მიმდინარეობს და ხორციელდება.
ანალიზის აღება ხდება პერიფერიული სისხლით, ვაწვეთებთ, აი როგორც ჰეპატიტის ტესტი კეთდება, ამ ტიპისაა
-დავუშვათ შედეგი დადებითი გამოდგა. დღის ბოლოს თქვენც გააჟღერებთ, რომ ჩატარდა ამდენი ტესტი, იყო ამდენი უარყოფითი პასუხი და იყო, ან არ იყო დადებითი პასუხი?
-არავითარ შემთხვევაში, უფლებაც რომ მქონდეს, სურვილი არა მაქვს იმისა, რომ ვინმეს დავუგზავნო ეს ინფორმაცია, გარდა შესაბამისი სამსახურისა და ჩემი თანამშრომლებიც ასე იქცევიან.
-თუ გადატანილი აქვს კორონავირუსი, ეგ ჩანს?
-კი, გადატანილი თუ აქვს, გამოჩნდება.
-როგორ? მაგალითად, რომ ამბობენ, სუსტად გამოხატული აქვს ვირუსი ანალიზის მიხედვით პაციენტსო – ამგვარად?
-არა, ეს არ არის მსგავსი ტესტი, ეს აჩვენებს დადებითს და უარყოფითს, არ აჩვენებს ასე – სუსტად დადებითს, ან ძლიერ დადებითს. სპეციფიურობა აქვს 100 პროცენტის. იმუნოგლობულინი „G” არსებობა სისხლში ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს კორონავირუსი, იმუნოგლობულინი „M” არსებობა სისხლში, ნიშნავს, რომ მწვავე ფაზაშია ამ პაციენტში ვირუსი.
მოგვიანებით “ალია” ისევ დაუკავშირდა ბატონ გიორგის და დაუსვა ერთი კითხვა – ხომ არ შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი გადატანილი?
ბატონმა გიორგი გვითხრა, რომ არ შეიძლია ამ მონაცემის მოწოდება და ეს ინფორცია გადაცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, რატომღაც არ ასაჯაროებს სტატისტიკას, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე ვირუსი.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში, არსებული ტესტირებებიდან, სწრაფი ტესტირება, ვგულისხმობთ სისხლის ნიმუშის კვლევას ანტისხეულებზე, ერთადერთია, რომელიც გეუბნება, გაქვს თუ არა გადატანილი ვირუსი.
„ალია“, თამო კეშელავა
კომენტარები