სოციიალურ ქსელში მთელი საღამოს მანძილზე ვრცელდება ისტორია გურიიდან:
“გურულ მეკუბოვეს სასახლის გამზადება შეუკვეთეს. იმანაც სასწრაფოდ გააკეთა. დაიღალა და იფიქრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რომ გავიღვიძებ ქე გადავუტან ამ კუბოს იმ უბედურებსო….
რომ გაიღვიძა უკვე გაჭიმული 21 საათი იყო, კომენდანტის საათი დაწყებული იყო, მაგრამ კუბო მისატანი ქონდა აუცილებლად. რაღას იზამდა? შემოიდო კუბო ზურგზე და გაუყვა გზას. გააჩერა პატრულმა :
– რაია აი სა მიხვალ ამ შუაღამეს, ხოიცი გარეთ გასვლა არ შეიძლება. ახლა გამოგიწერთ 3000 ლარიან ჯარიმასო.
გურულმა უპასუხა:
– არსათ არ მივალ ძამა, აგერ აა, ახლოში,საცხა დამასაფლავეს არ მომეწონა ი ადგილი და სხვაგან გადავდივარო.
ამის თქმა და პოლიციელის გაქცევა ერთი იყო”
ყველა, ვინც აზიარებს, თავზე აწერს, ანეგდოტი არ გეგონოთ, ნამდვილი ამბავია და გუშინ საღამოს მოხდა გურიაშიო, რომ არ მოგატყუოთ, მოხდა თუ არა ნამდვილად, ეგ “ალიამ” ჯერ არ იცის, მაგრამ ვიცით ერთი – გურულებს მსგავსის მოფიქრება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
კომენტარები