უკრაინული მედიის ცნობით, 15 წლის უკრაინელმა მოზარდმა, 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ქალაქ პოპასნადან ევაკუაციისას მანქანას ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, მოზარდს ფეხებში 3 ტყვია მოხვდა, დაჭრილი და სისხლმდინარი საჭესთან დაჯდა და დანაღმული გზის უსაფრთხოდ გავლა შეძლო.
“ორი კაცი დაიჭრა ნამსხვრევებით, მათგან ერთი ძალიან მძიმედ. საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი და ბახმუტში გადამეყვანა. სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაეკარგა… როგორც შემეძლო, წავედი. ადვილი არ იყო ჩემთვის, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაინც. ცეცხლში მათ ვერ დავტოვებდი”, – ჰყვება მოზარდი.
უკრაინული მედიის ცნობით, ახალგაზრდამ დაჭრილი ფეხით, დანაღმულ გზაზე, 30 კილომეტრი გაიარა მანქანით. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
კომენტარები