ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა:
გარანტირებულად ვერ ვიტყვი, რომ პიკის პერიოდი შეიძლება, ასეთივე ერთნიშნა მაჩვენებლებით გადავიაროთ, თუმცა ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედს გვისახავს.
ეს ის არის, რასაც გარკვეულწილად, ვიმედოვნებდით, რომ თუ მოსახლეობა იდეალურად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შეასრულებდა რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, მაშინ შევძლებდით, გათამაშებულიყო ის სცენარი, რაც დღეს თამაშდება. ანუ, დღეში რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა და არა რამდენიმე ასეული და ათასეული. ამის გარანტია, რომ ამას შევინარჩუნებთ, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს დღეები იმედის მომცემია“
კომენტარები