2 თებერვალს ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა, ინფიცირებულთათვის განკუთვნილი ორი საავადმყოფოდან პირველის მშენებლობა დასრულდა.
1000 პაციენტზე გათვლილი ჰოსპიტალი 10 დღეში აშენდა. ის პაციენტების მიღებას 3 თებერვლიდან შეძლებს.
რაც შეეხება მეორე საავადმყოფოს, რომელიც 1600 პაციენტზე იქნება გათვლილი, მისი მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
კომენტარები