იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის იგივე სტალინის შვილთაშვილი სელიმი გაუჩინარდა. ის ბოლოს გასული წლის სექტემბერში მოსკოვში ნახეს.
სელიმის დაკარგვის შესახებ სტალინის შვილიშვილის გალინა ჯუღაშვილის მეუღლემ ხუსეინ ბენ საადმა განაცხადა. საადის თქმით, სელიმი კონფლიქტური ადამიანი იყო, თუმცა მათ ურთიერთობაში პრობლემა არ ჰქონიათ. მან სელიმი ბოლოს 2019 წლის 13 სექტემბერს ნახა.
ბოლო წლების განმავლობაში სელიმი თავის მეუღლესთან ერთად მოსკოვის ცენტრში ცხოვრობდა. მამის თქმით ბინაში აღარ არის სელიმის პირადი ნივთებიც. ამის შემდეგ საადმა მოულოდნელი შეტყობინება მიიღო, სადაც სელიმი სთხოვდა, რომ თავი დაენებებინა და თუ რამე კითხვა ჰქონდა ადვოკატისთვის მიემართა. მამას არ სჯერა, რომ ეს შეიძლება მისმა შვილმა მისწერა. მისი ვარაუდით, სელიმი ტყვეობაში ჰყავთ.
საადმა შეტყობინების მიღების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა პოლიციამ ეს ყველაფერი შიდაკომფლიქტურ სიტუაციად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო.
სტალინს სამი შვილი ჰყავდა. იაკობი, ვასილი და სვეტლანა. უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი 1943 წელს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, თუმცა მას ორი შვილი ჰყავდა: ევგენი და გალინა.
სტალინის შვილიშვილმა გალინა ჯუღაშვილმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ის პროფესიით ფილოლოგი იყო.
ვასილის ორი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვლი ჰყავდა. ის იყო რეჟისორი და მსახურობდა რუსეთის არმიის თეატრში. გარდაიცვალა 2017 წელს.
სტალინის ასულს სვეტლანას სამი შვილი ჰყავდა. მისი შვილიშვილი კამჩატკის ნახევარკუნძულზე ცხოვრობს.
კომენტარები