Facebook-ბრიფინგის დროს იმნაძემ განმარტა, რომ ქვეყანამ ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი შესაბამისი სამსახურები მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებენ.
„დღეს მსოფლიოში კონკურენციაა, ვინ დაასწრებს გახსნას. ევროპაში სლოვაკეთს და საბერძნეთს აქვთ კურორტების გახსნის გეგმა. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მით უმეტეს უსაფრთხო იმიჯის ქვეყანა ვართ.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას გამოყენება უნდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კონტროლირებადი.
ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პირველ რიგში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოება, იმისათვის, რომ ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავის დროზე გაწერილად გამოცხადდება, თუ რა რეკომენდაციები იქნება, მაგრამ ეს პირველ რიგში, აუცილებლად იქნება უსაფრთხოების გათვალისწინებით“
კომენტარები