ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ბექა ლილუაშვილი:
“მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, როგორ იყენებს ხელისუფლება ადამიანების გაჭირვებას და მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე სლაიდს, რომელიც ჩვენს მიერ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ ინტერპელაციაზე წარვადგინეთ.
როგორც მოგეხსენებათ, ინტერპელაცია ეხებოდა ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებს, როგორ ხდება აბსოლიტურად არასაჭირო სამუშაოებზე ოცნების მიერ საკუთარი პარტ. აქტივის დასაქმება, როგორ ურიგდება ბიუჯეტის ფული იმ ადამიანებს, რომლის ნაწილიც საერთოდ არ დადის სამსახურში.
მუნიციპალური სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები მანამდეც ასრულებდნენ პარტ. აქტივის დასაქმების “კანტორების” როლს (ცხადია არ ეხება იქ კეთილსინდისიერად მომუშავე ადამიანებს). ეხლა კი, ისედაც უსაქმურებით გაბერილ ორგანიზაციებში, დამატებით უფუნქცვიო ხალხის დასაქმება ხდება.
ეს არის ბიუჯეტის ფინანსური რესურსების მინიმუმ არაეფექტიანი გამოყენება/გაფლანგვა!
ამ ქვეყანში, სოციალური პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არა ამ ფორმით, არა შერჩევითად და დისკრიმინაციულად, არასაჭირო პოზიციების ხელოვნური შექმნით.
ეს არ არის სოციალური პროგრამა, ეს არის ადამიანების გაჭირვების გამოყენების პროგრამა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად.
განმარტებისთვის:
სლაიდები აჩვენებს მუნიციპალურ სსიპ ებსა და ა(ა)იპებში დასაქმების პოლიტიკას პროგრამის ამოქმედებამდე 2018-2021 წლებში, რაც შეფასებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. სლაიდებზე წარმოდგენილია როგორ გაბერა ხელისუფლებამ დამატებით ისედაც არასაჭირო დასაქმებულებით გაბერილ მუნიციპალიტეტებში არსებული ორგანიზაციები, სკოლები და სხვ.
ეს ემსახურება მიზანს, არჩევნების მოახლოებისას ხელისუფლებამ ივაჭროს ამ გაჭირვებული ადამიანების 300 ლარიანი სამსახურით, დაემუქროს ამ სამსახურიდან გამოგდებით, ან დააჯილდოვოს “ერთგულებისთვის”.
კომენტარები