უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტანზანიელი კაცი ერთ დღეში გამდიდრდა.
გამოცემის ცნობით, აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიაში, მაღაროელმა უიშვიათესი ძვირფასი ქვის, ტანზანიტის ორი გიგანტური ნატეხი იპოვა. ქვების ჯამური ღირებულება 2,2 მილიარდი ტანზანიური შილინგია, რაც თითქმის ერთი მილიონი დოლარის (978,260 აშშ დოლარი) ეკვივალენტია.
უცხოური მედიის ცნობით, ქვებს, რომლებიც 3,74 და 1,48 კილოგრამს იწონიან, მთავრობა შეიძენს.
„ვულოცავთ მას ასეთ იღბალს, მთავრობა მას შესაბამისად გადაუხდის“, – განაცხადა ტანზანიის სამთო საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კომენტარები