“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვებს ეხმაურება და წერს:
“როგორ მძულხართ ყველა არარაობა, ვინც ეკლესიის სახელით სპეკულირებთ და რა ბოროტმოქმედებად მიგიჩნევთ ქოცნაციანად ნეტა იცოდეთ.”
ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს განაცხადა:
“თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები. თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი “გამოეყვანათ”, თურმე ესენი არიან ევროპელები.”
კომენტარები