სოციალური ქსელის მომხმარებელი, დოდოსაბა ქასრაშვილი:
“როგორ “მივუყვანე” ქმარს “კაცი” სახლში?
მაშინ 21 წლის ვიყავი და ქალაქ ტყიბულის სოფელ კურსების საშუალო სკოლაში ვმუშაობდი პიონერხელმძღვანელად… ქუთაისში გათხოვილი ვიყავი! წელიწადის ეს დრო იყო და ტყიბულში ღონისძიებაზე ბავშვები მყავდა წაყვანილი, საღამოს მატარებელს გამოვყევით, ბავშვები კურსების ბაქანზე ჩამოვსვი და მე გზა გავაგრძელე… როგორც კი ბავშვები ჩავიდნენ ორი ტიპი მომისკუპდა: ერთი გვერდით და მეორე წინა სკამზე… რომელიც გვერდით მომიჯდა ის „მიმტკიცებს“, რომ თურმე ჩემს სიყვარულში ჩამწვარი ყოფილა და სანამ ჩემთან მოსვლას და სიყვარულის გამხელას მოახერხებდა, მანამ დაიჭირეს თურმე და სროკზე გაუშვეს ძაღლებმა (ვაიმეეეე რა სირი იყოოოო???) ახლა „არ სჯერა“, რომ გათხოვილი ვარ, ხელზე საქორწილო ბეჭედი ამაში ვერ არწმუნებს… „აბა ახლა პასპორტს მე თან არ ვატარებ, რომ “შტამპი” გიჩვენო და რა გავაკეთო? – თავს ვისულელებ მე… -“ხო მართლა, შენ ხომ არ გაქვს პასპორტი თან, რომ მაჩვენო_თქო?“:’ პონტი ავაგდე მერე… აბა რააო? და არ დააძრო პასპორტი? გამოვართვი, ჩავათვალიერე, დავიმახსოვრე გვარი, სახელი და მისამართი… მატარებელი ქუთაისში 8 საათზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ თითქმის საათნახევარი დაიგვიანა! ჩემი ქმარი მატარებელზე მხვდებოდა ხოლმე მაგრამ ცოტა მასაც დაჰგვიანებია და რომ არ გამოჩნდა მატარებელი 10 წუთი „მატარებელი ალბათ ჩიხში ჩააყენეს უკვე, დოდო კი ტყიბულში დარჩაო“ და სახლში დაბრუნდა… ჩამოვედით ქუთაისში და ეს ტიპი არ მშორდება. მეორე ეუბნება: – “წამო სიმონ, შეეშვი ამ გოგოს, ხომ ხედავ მაგარი ჯიგარიაო“… მაგრამ ტიპი ვირივით ჯიუტია… მე ვუთხარი ამ ტიპს, შენ წადი და ამას მე მოვუვლი-თქო… გათხოვილი ხარ, არ ხარ გათხოვილი არ მაინტერესებს, ახლა სადაც მე წავალ იქ წამოხვალ შენცო, -კაცის პროვოკაციამ! ახლა ოოოოო??? „სადაც მე წავალ იქ, რომ ინებო შენც წამოსვლა არა-თქო?“ – ავიფიქრე მე…
-ე.ი. შენ არ გჯერა, მე რომ გათხოვილი ვარ ხო? მოდი ახლა ასე მოვიქცეთ, წამომყევი ახლა მე შენ სახლში. მე ახალი გათხოვილი ვარ და ყველა ჩემს ნათესავს არ იცნობენ ჩემს ოჯახში. მივიდეთ! მე ვიტყვი, რომ შე ჩემი ნათესავი ხარ, მატარებელში შემხვდი და სახლამდე მომაცილე, სუფრას გაგიწყობენ, დაგვლოცავ და წახვალ შენი გზით! კარგიო სირმა ავტობუსში ავედით, ბილეთი ამიღო, ჯელტმენურად იქცევა როჟა… ჩამოვედით ჩემს გაჩერებაზე… ჩემი სახლი ქუჩის თითქმის ბოლოშია, მეზობლები ჭიშკრებთან სხედან ჩემი ქმარი ჭიშკარში დგას, გვერდი ჩავუარე, ეზოში შევედი და იქიდან ვეუბნები: – ერთი კაკო უთხარი მაგას ჩემი ქმარი რომ ხარ, თორემ დასარწმუნებლად აგერ სახლამდე მომყვა-თქოოოო აუუუუუუ იქ ამბავი ატყდააააააა
მეც კაი გიჟი ვიყავი სულ…..”
კომენტარები