ფოტო – ტვ პირველი
ტვ პირველის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის პიკში, საქართველოდან სანქცირებულ ქვეყანაში, რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გაჰქონდათ.
1200 ამერიკული რაციის გადამცემი და მიმღები მოწყობილობა, საქართველოს გავლით ბელორუსში აღმოჩნდა.
სკანდალის ეპიცენტრში კი საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების პარტნიორი კომპანია “კომუნიკომია”.
“შაბათს ეთერის” ინფორმაცით, ამერიკულ სპეცსამსახურებს უკვე აქვთ დოკუმენტები, რომელის მიხედვითაც “მოტორალას” ბრენდის, 6 რადიოსადგური, რომელიც ციფრული კავშირისთვის გამოიყენება, ქართლმა კომპანიამ თბილისიდან ტაშკენტში გააგზავნა, თუმცა ეს ტვირთი სანქცირებულ ბელორუსში აღმოჩნდა.
მედია ასაჯაროებს ქართული კომპანია “კომუნიკომის” მიერ რუსულ ენაზე შედგენილ ინვოისსაც. დოკუმენტში წერია, რომ 2022 წლის 28 მარტს, ქართულმა კომპანიამ ამერიკული რადიოკავშირის ბრენდის “მოტოროლას” ექვსი ციფრული კავშირის სადგური, უზბეკეთში რეგისტრირებულ, ფირმას მიჰყიდა. მათი თქმით მათ აქვთ საქართველოდან უზბეკეთში ამერიკული რადიოსადგურების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 მარტს ციფრული კავშირის ამერიკული სისტემები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ტერმინალ ლასარედან ტაშკენტში გაიგზავნა. დოკუმენტების თანახმად, საბოლოოდ, 6 რადიოსადგურს, რომელიც 1200 რაციის მუშაობაზეა გათვლილი, სანქიცრებულ ბელორუსში უშვებენ, თან ისე, რომ არც კი გადაუფუთავთ.
კომპანია მედიასთან ადასტურებთ, რომ ტვირთი ნამდვილად გააგზავნა უზბეკეთში, თუმცა, როგორ მოხდვდა ბელორუსში, ამაზე პასუხისმგებელი ის არაა და ტაშკენტში არსებული კომპანიაა.
ტაშკენტში მდებარე კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილზე არ არის არც ერთი პასუხისმგებელი პირი და კიდევ 2 კვირა არ იქნება.
კომენტარები