შესაძლოა, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ კორონავირუსმა დადებითი გავლენა მოახდინა გარემოზე. CNN აქვეყნებს NASA-ს მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ფოტოები ჩინეთის თავზეა გადაღებული, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვადასხვა საწარმო დაიხურა.
ამავე მიზეზით, ქუჩები ტრანსპორტისგანაც თავისუფალია. ადამიანები სახლში არიან იზოლირებულნი, ყოველივეს გავლენა კი უკვე აისახა გარემოზე.
როგორც CNN წერს, 1 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მაღალი იყო და ეს ფოტოებზეც ჩანდა, ხოლო 1 თებერვლიდან 25 თებერვლამდე პერიოდში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
აზოტის დიოქსიდი მოყვითალო ფერისაა და მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რესპირატორული პრობლემები, როგორებიცაა ხველება, ასთმა და სუნთქვის გართულება.
NASA-ს მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირება ყველაზე თვალშისაცემია უხანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა.
წყარო – 2020ნიუსი
კომენტარები