ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი:
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვანახლებთ სწავლას სკოლებში, ვხსნით რესტორნებს და სასტუმროებს.
როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია.
რაც შეეხება ტესტებს, ჩვენც საქართველოს მსგავსად უპირატესობას ვანიჭებთ PCR ტესტირებას, უკვე მალე დავიწყებთ ანტისხეულებზე ტესტირებასაც. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.”
“ალია” – კარგი ახალი ამბავია, რომ მრუდის სტაბილიზაცია გვაქვს და პიკში არ ვართ, ან არ ველით პიკს, როგორც ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის, საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით გვეუბნება.
ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები გვაქვს (პროცენტულად) უკვე ხსნის სკოლებს, რესტორნებს, სასტუმროებს. ჩვენთან შეზღუდვების მოხსნა, მთავრობის გეგმის მიხედვით 7 ივლისს სრულდება და ჯერ არავინ იცის, როდის იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა.
კომენტარები