რა გჭირთ ტო, უსირცხვილო რომ ხარ ვხვდები” – ასე მიმართა თბილისის მერმა, კახი კალაძემ „მთვარი არხის” ჟურნალისტს.
ჟურნალისტი დედაქალაქის მერისგან კითხვაზე პასუხს ითხოვდა, რა დროსაც კალაძემ უპასუხა, რომ ჯერ კონკრეტული პროექტის შესახებ ისაუბრებდა, კითხებს პასუხს კი ამის შემდეგ გასცემდა.
„რა მნიშვნელობა აქვს პირდაპირ ეთერში ხარ თუ არა? დამელოდეთ, გავაკეთებ შეფასებას იმ პროექტთან დაკავშირებით, სადაც დღეს ვიმყოფებით და მერე დასვით შეკითხვები და გიპასუხებთ. რა გჭირთ ტო? მოითმინეთ ცოტა ხანი. როდის არ გამიცია პასუხი. დადექით ნორმალურად, ცივილურად. არაადამიანურად იქცევით. არ გრცხვენიათ უბრალოდ. ვხვდები, რომ არ გრცხვენია და უსირცხვილო, რომ ხარ”
კომენტარები