ანზორ მელია დღეს კომენტარს აკეთებს მედიასთან და აცხადებს, რომ მან სოციალურ ქსელში ნახა, ემიგრანტები ითხოვდნენ დახმარებას – სიამოვნებით ჩაერთო ამ კამპანიაში:
“მე ექიმი ვარ, როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს. როგორ შეიძლება მე შევეკითხო ავადმყოფს თქვენ ნაცი ხართ თუ ქოცი ხართ. პირიქით ქოცებმა შეწყვიტეს ჩემთან კავშირი. არ მოდიოდნენ ჩემთან ნიკას პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლახან არჩევნები რომ იყო ზუგდიდში, ბატონ ვოლსკის დაემართა მოციმციმე არითმია და მიმართა ჩემს კლინიკას და აღფრთოვანებულმა კომენტარიც მისცა. როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი”
კომენტარები