პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„საიდან ამდენი ბოღმა, ამდენი შურისძიების წყურვილი, ამდენი ქირქილი და სუძულვილის ენით საუბარი…
სულ იმას ვაპროტესტებდით, რომ ადამიანის უფლება არ იყო დაცული, რომ ადამიანს არაფრად აგდებდნენ და ამის გამო სამართლიანობის აღდგენაზე ვოცნებობდით…
რა შეიცვალა, დიდად არაფერი… კიდევ უარესი გავხდით… უარესად დაუნდობლები და არაადამიანები…
რაშიც სხვას განვიკითხავდით, იგივეს და კიდევ უარესს ჩვენ ვიმეორებთ…
რატო ველოდებით სიკეთეს, თუკი ჩვენში სიკეთის მარცვალი აღარ შემორჩა… სიძულვილმა და უღმერთობამ შეჭამა…
არ გვქონია მორალური უფლება, სხვისი შეცდომები და დანაშაულებრივი ქმედებები ვითვალოთ… ჩვენ უარესები აღმოვჩდით…
როგორი ,,კარგი” მართლმადიდებლები ვყოფილვართ…
როგორ შეიძლება სხვისი ცუდად ყოფნა გიხაროდეს… როგორ შეიძლება იმაზე ლოცულობდე, ყველა განადგურდეს ვინც არ გიყვარს…
როგორ შეიძლება ღმერთს ბოროტებას სთხოვდე…
ასე მართლა არაფერი გვეშველება და ციბრუტივით ვიტრიალებთ ერთ წრეზე…
ამასობაში გავიდა მთელი ცხოვრება… ერთმანეთის ბოლოს მოღების სურვილს დავემონეთ… სხვა საზრუნავი აღარ შეგვრჩა… მარტო წყევლა-გინება… ოღონდ ისევ უკან გვიბრუნდება და შედეგიც სახეზეა!..“
კომენტარები