„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ლიბერალური დღის წერიგის წინააღმდეგ 2012–2021 წლებში რაც მე მიბრძოლია, გინდა კანონპროექტების დაწერით, გინდაც დებატებში და გინდა აქციებით, მაგრამ ამავდროულად რუსეთის აგრესიაც არ მავიწყდებოდა და იმასაც ვითვალისწინებდი, რომ დასავლეთი ჩვენი მოკავშირე იყო ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მესმის, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდოდეს რუსეთთან, მაგრამ რუსეთს რომ იგივე სურვილი ამოძრავებდეს, აქამდე ელემენტარულად სავიზო რეჟიმის მოხსნა მაინც შეეძლო, მაგრამ არ გაუკეთებია. გარდა ამისა, როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და დასავლეთს შორის, როდესაც ერთმა ქვეყანამ წაგართვა ორი ტერიტორია, დაგიხოცა ხალხი და გამოგიდევნა 300 000 კაცი და გეუბნება ეგ ტერიტორია შენი არ არისო, ხოლო მეორე მხარე, მხარს უჭერს შენს ტერიტორიულ მთლიანობას და შეძლებისდაგვარად გეხმარება, რა თქმა უნდა ამას საკუთარი ინტერესებისთვის აკეთებს, რადგან ქვეყნებს შორის მეგობრობა ილუზიაა და თუ ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ ითხოვს ისეთ რამესაც, რაც შენთვის მიუღებელია, ეს ჩვენი კოლექტიური სისუსტისა და უპრინციპობის ბრალია, თორემ საუდის არაბეთიც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა, მაგრამ ვერავინ გაუბედავს იმის დაძალებას, რაც მათი ტრადიციისთვის, ან რელიგიისთვის მიუღებელია…”
კომენტარები