ჩვენს სტატიაში მოგაწვდით საჭირო რჩევებსა და ინფორმაციას გათბობის სხვადასხვა ტიპის მუშაობის პრინციპების შესახებ და დაგეხმარებით თქვენთვის საჭირო არჩევანის გაკეთებაში.
განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და საჭიროებები
პირველი, რაც გათბობის ქვაბის ყიდვამდე უნდა გააკეთოთ, არის საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული ტიპის გათბობის ქვაბის შერჩევა. არსებობს ორი ტიპის ქვაბი:
1.ტრადიციული ტიპი
ტრადიციული მუშაობის პრინციპის მქონე გათბობის ქვაბები ყველაზე მეტად არის გავრცელებული რაც განპირობებულია მისი ხელმისაწვდომი ფასით, მარტივი ექსპლუატაციით და ნაკლები სერვისის ხარჯით. მას გააჩნია როგორც რადიატორების გათბობის ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნცია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგენს შეადგენს 90-93%-ს.
2. კონდენსაციური ტიპი
კონდენსაციური ტიპი ტრადიციულისაგან განსხვავებით ახდენს ჰაერისა და ბუნებრივი აირის ოპტიმალური შერევას. თბომცვლელის დიზაინი და მოდულირებადი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დაიზოგოს გაზის ხარჯი ტრადიციულთან შედარებით 10-დან 30%-ამდე შეღავათით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 103-110% და ტრადიციულთან შედარებით ნაკლებად აბინძურებს ნამწვით გარემოს. კონდენსაციურ ქვაბს გააჩნია როგორც რადიატორების გათბობის ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნცია. მაქსიმალური ეფექტისათვის გასათვალისწინებელია რომ კონდესაციური ქვაბის შეძენის შემთხვევაში სტანდარტული ქვაბისგან განსხვავებით გათბობის რადიატორები 10-15%-ით მეტი თბოგამოცემის სიმძლავრით უნდა იქნას შერჩეული.
სწორად შეაფასეთ ეფექტურობა
გათბობის ქვაბის შეძენამდე, აუცილებლად გაეცანით მის მახასიათებლებს და სწორად შეაფასეთ ეფექტურობა. თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა კონკრეტული მოდელის შესაფასებლად, გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პირთან, რათა სრულიად დარწმუნდეთ თქვენი შენაძენის სისწორეში.
განსაზღვრეთ დამონტაჟებისა და მოვლის ხარჯები
გათბობის სისტემის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ როგორც დამონტაჟების, ასევე ეტაპობრივი ტექნიკური შემოწმებისა და სერვისის ხარჯები.
შეაფასეთ ღირებულება
გათბობის ქვაბის ღირებულება ერთ ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია, რითიც საქართველოში ადამიანების უმეტესობა ხელმძღვანელობს. ღირებულება მოიცავს როგორც უშუალოდ პროდუქტის ფასს, ისე მისი დამონტაჟებისა და შენახვის ხარჯებს. ქვაბის და მთლიანი გათბობის სისტემის მონტაჟის ხარჯები დამოკიდებულია უშუალოდ მოდელზე, ფართობსა და დამონტაჟების სირთულეზე. რაც შეეხება შენახვის ხარჯებს, მათში უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის მოსალოდნელი გართულება შეკეთების ხარჯები, რაც დროდადრო გახდება საჭირო.
მოიძიეთ ინფორმაცია ბრენდზე
სანამ ახალი გათბობის ქვაბის ყიდვას დააპირებთ, კარგად გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ ენდობით მას. სანდო ბრენდი არა მარტო ხარისხიან პროდუქციას ყიდის, არამედ უზრუნველყოფს დაცულობის შეგრძნებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, აღმოფხვრას პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები ყიდვის შემდეგ. წინასწარ გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ კმაყოფილი მომხმარებლები ყავს. ამისთვის ძველი მომხმარებლების შეფასებების წაკითხვა ინტერნეტში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ კომპანიის სხვა ასპექტებსაც, მაგალითად, მომხმარებელთან ურთიერთობას, ყიდვის შემდგომ მხარდაჭერას და სხვა.
რჩევებისთვის მიმართეთ პროფესიონალს
თქვენი სპეციფიკური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების სწორად შეფასება და შესაბამისი რჩევების მოცემა შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ პროფესიონალს.
თერმოცენტრის თანამშრომლებს გათბობის სისტემებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც მათ კვალიფიციურ მრჩეველებად აქცევს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ონლაინ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს თანამშრომლებთან ან ფიზიკურ მაღაზიებში მიიღოთ მათგან დახმარება. გათბობის სისტემა სერიოზული ინვესტიციაა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დასაწყისშივე გაითვალისწინოთ ყველა დეტალი კონკრეტული სისტემის შესახებ და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენს მოლოდინებს სრულიად გაამართლებს.
შეჯამება
თქვენი სახლისთვის სწორი გათბობის სისტემის არჩევა არის გადაწყვეტილება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტსა და კმაყოფილებაზე. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა თქვენი გათბობის საჭიროებები, ენერგოეფექტურობის რეიტინგები,
კომენტარები