პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორ შუქდება შობის დღესასწაული გავლენიან ქართულ მედიაში?
ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. საინფორმაციო გამოშვების ბოლოს რომელიმე ცნობილი ადამიანი გვთავაზობს საშობაო ღვეზელის რეცეპტს, შემდეგ ლიტურგიის დეტალები, რომელ ლუსკუმაში რამდენი თვალმარგალიტია ჩასმული, ვინ რამდენი “მიშკა” გაიღო ალილოსთვის და საშობაო ფილმები.
არადა, შობა არის მოვლენა, რომლის შესახებ უამრავ ადამიანს, მორწმუნეს თუ ურწმუნოს, ქრისტიანს თუ არაქრისტიანს ბევრი რამ აქვს სათქმელი; შობა ასახულია ხელოვნების ყველა დარგის უმშვენიერეს ნაწარმოებებში; სახარებისეული ტექსტი, რომელიც შობის შესახებ მოგვითხრობს, დახუნძლულია სიმბოლოებით, არსებობს ამ სიმბოლოების აურაცხელი და ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია … დიდ ცოდნას იძლევა შობის შესახებ არსებული ცნობების სოციოლოგიური, ისტორიული გააანალიზება.
მოკლედ, საშუალო ნიჭის ჟურნალისტს გრანდიოზული მასალის საფუძველზე შეუძლია შესანიშნავი თოქ-შოუს, დისკუსიის, ინტერვიუს, რეპორტაჟის მომზადება…
მაგრამ ჰიჩკოკის სიუჟეტებს მეორე ადგილზე ვინ გადაწევს, სერგო ჩიხლაძემ ხომ უნდა შეაფასოს შტურმი კაპიტოლიუმზე.”
კომენტარები