უფლებადამცველი მარიკა არევაძე:
,,ადამიანი 2012 წლამდე იყო სოციალურად დაუცველი, 2014 წლიდან დასაქმდა ძალოვნებში, 2015 წლიდან გახდა სუსის უფროსი და 2019 წლამდე გახდა არაოფიციალური მილიონერი.
როგორ წარმოგიდგენიათ, პატიოსანი შრომით, ან მხოლოდ ხელფასით 4 წელიწადში რეალურია მილიონების დაგროვება ? თუ რეალურია, თქვენ რატომ ვერ მოახერხეთ იგივე ?
სხვისი შემოსავალი საერთოდ არავის საქმე არაა, თუ ის პატიოსანი შრომით ან ბიზნესით არის დაგროვებული. მაგრამ, როდესაც გაჭირვებული ქვეყნის გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, საჯარო მოსამსახურე ხდება მილიონერი – ეს უკვე მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს.
ამ დროს ნათელია, რომ ადამიანს შავი საქმეეების კეთების და ბიუჯეტის ხარჯზე უგროვდება რამდენიმე წელიწადში მილიონები. იმ მძიმე საქმეებს აღარ შევეხები ახლა, რაც მის სახელს უკავშირდება.
ეს ყველაფერი რომელიმე თქვენგანისთვის მისაღებია ?
ამავე დროს, როდესაც იგივე ადამიანს იჭერ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაიჭირეს და იჭერ არა ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულებისათვის, არამედ შენი, ანუ ხელისუფალის მხილების შიშის გამო – ესეც მიუღებელია და დასჯადი არ უნდა იყოს ?
მოგწონთ ასეთი ქვეყანა ?
თუ არ მოგწონთ, რას აკეთებთ უკეთესი ქვეყნის შენებისათვის ?“
კომენტარები