დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, გიორგი მენაბდის დაკავებასთან დაკავშირებით, განაცხადა:
„გუშინდელი გადაწყვეტილება კონკრეტული მაგალითია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობისა, რადგან იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც არსებობდა მენაბდის ირგვლივ, მათ კარგა ხანია, იციან, მაგრამ ეს გამოიყენეს დღეს, როდესაც დასჭირდათ „ქართული ოცნების“ ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ. კალანდიას წინააღმდეგ არსებული საქმე პირდაპირ შეთითხნილია გიორგი გახარიას მიერ, მისი ეგრეთ წოდებული ახალი გამოძიების პროდუქტია. მისი და მთავრობასთან შეთანხმებული, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის გამოძიების შედეგია და დღეს როდესაც უკვე ეს ადამიანი (გახარია) უმართავი გახდა მათთვის, ამათ აქვთ შესანიშნავი არგუმენტი და კომპრომატი იმის თაობაზე, რომ გახარიამ ფაქტობრივად გაყალბებული მტკიცებულებები დააყენებინა ქართულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას უკანონო პატიმრობის სახით.
საქმე დგება თავდაყირა, რადგანაც ჩემ მიერ გამოთქმული არგუმენტები, რომელიც არც ერთმა სასამართლომ არ გაიზიარა, მდგომარეობს შემდეგში, რომ ის დანა, რომელიც ყველა ინსტანციის სასამართლომ თითქოს ხელში დააკავა კალანდიას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობის მიმყენებელი. საქმეში დევს მხოლოდ და მხოლოდ ორი დანა – ეს არის ჯანაშიას დანა, ბარბაქაძის დანა, მესამე დანა, რომლითაც მენაბდე დაჭრეს, არ დევს და ის დანა, რომელმაც 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობა მიაყენა, ამას მალავდა გამოძიება მთელი ამ დროის განმავლობაში“
ზურაბ თოდუამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:
“მენაბდის საქმის გამოძიებას, ობიექტური გამოძიების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, ვთავაზობ 30 კაციან მოწმეთა სიას”
კომენტარები