დეპუტატი ნინო წილოსანი მაკო გომურის პოსტს ეხმაურება, შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დარბევის დროს მაკო გომურმა თვალი დაკარგა:
“მას აქვს დაზარალებულის სტატუსი, მასზე ზრუნავს სახელმწიფო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თავად პოსტიდან იკითხება, რომ ყველაფერი უტარდებოდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა ის ტვირთი, რომელიც მას ჰქონდა 20 ივნისის შემდგომ და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამინისტრო გააკეთებს სათანადო რეაგირებას, აქედან გამომდინარე ჩვენც რა თქმა უნდა ველოდებით, რომ სახელმწიფო, იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც დაზარალებულის მიმართ აქვს, გააკეთებს სათანადო ნაბიჯებს.”
მაკო გომური წერს, რომ სამი კვირის წინ გაუტყდა პროთეზი, კარგა ხნის წინ უნდა ჩასულიყო გერმანიაში სამკურნალოდ, მაგრამ მის ზარებს უსასრულოდ ამისამართებენ!
მაკო გომური წერს, რომ ტკივა და კითხულობს, აპირებენ დახმარებს, თუ არა, ვინ დაეხმარება კონკრეტულად, რომელი უწყება? ნინო წილოსანს არ აქვს პასუხი, ვინ დაეხკმარება, სახელმწიფოს რომელი ინსტიტუტი, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად იცის, რომ მაკო გომურს ადრე ეხმარებოდნენ.
დიახ, ქალბატონო ნინო, მას აქვს დაზარალებულის სტატუსი და არა აქვს თვალი, მას აქვს დაზარალებულის სტატუსი და დღემდე არ აქვს პასუხი, კონკრეტულად ვინ დააზარალა, მაქვს აქვს დაზარალებულის სტატუსი და არ არის უზრუნველჰყოფილი მკურნალობით!
კომენტარები