ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი, მეუფე იაკობი, სამართალდამცავებთან შეხვედრას აანონსებს.
მისი თქმით, პანსიონის საქმეზე მიმდინარე გამოკითხვების შედეგები აინტერესებს.
შევხვდები ძალოვნებს, უნდა ვიკითხო, დაკითხვები ხომ ჩატარდა და რამე სერიოზული ფაქტები აქვთ, თუ არა?!”- თქვა სასულიერო პირმა.
მეუფე იაკობი სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვებაზე ამბობს, რომ ბავშვები ჯერ დასტრესილები არიან და ამ სიტუაციაში მიზანშეწონილია, არავინ მიაკაროს.
აბსოლუტურად პირდაპირ გიპასუხებთ, სანამ არ გავერკვევი ბოლომდე რა ხდება, მანამდე ეხლა ბავშვებთან შეშვებაზე, ძალიან დასტრესილი არიან ბავშვები და შემოვიდეს და კითხვა დაუსვას, აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდეგ დავილაპარაკებთ, სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე, დალაგება მინდა სიტუაციის”
კომენტარები