დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განმარტა როგორ უნდა დაიკრძალონ კორონავირუსით გარდაცვლილები. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიერ გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა,შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი 25 მარტს შეიმუშავა.
საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
კომენტარები