დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს.
NCDC-ში განმარტავენ, რომ ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება მცირეწლოვნების ჯანმრთელობაზე – ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც სუნთქვის გაძნელება [ასთმა], გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.
იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს:
- თერმოსტატის მქონე კონდიციონერი ქონისას, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
- მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
- გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
- ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
- გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
- თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
- არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
- დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.
კომენტარები