ლუკა ლიპონავა, სოციალურ ქსელში, წერს:
+400,000 ოცნებას და -200,000 ოპოზიციას 2020 წელთან შედარევით არის დიდი ტყუილი.
ედისონის ეგზიტპოლი, რომელიც ბევრი წელია ატარებს და არასოდეს აცდენილა, ეხლაც ყველაფერს ზუსტად სვამს სამი პარტიის გარდა: #4,5 და 41. ამ სამი სუბიექტის შემთხვევაში სხვაობა არის ასტრონომიული.
საინტერესო ისაა რომ რამდენიც ცესკოს მონაცემებით #4-ს და #5-ს აკლიათ ეგზიტპოლის შედეგებთან შედარებით, ზუსტად მაგდენით აღემატება ოცნების ცესკოს შედეგი ეგზიტპოლისას – 14%
დამთხვევაა? ზუსტად იმდენი დააკლდათ ნაცებს და ახლებს რამდენიც მოიმატა ოცნებამ? თან სხვა არავინ არ შეცვლილა უბრალოდ ნახევარი ამათი ამომრჩეველი ადგა და ქოცებს მისცა ხმა?
თითქოს ადგა ვიღაცა და ყოველი მეორე #4 და ყოველი მეორე #5 ბიულეტენი მათ გამოაკლო და ქოცებს დაუმატა.
და თან რომ დააკვირდები, ზუსტად თანაბრად აქვთ ჩამოკლებული ორივეს 7-7 პროცენტი. როგორ.
თან დარღვევები კი იყო მაგრამ არაფერი ჯერ არნახული.
ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმაზე, რომ რაღაც მანქანური სიზუსტით მოხდა კონკრეტულად ორი პარტიის განახევრება და ზუსტად ამდენი ხმის მომატება ოცნებაზე.
აპარატის ერთადერთი მაკონტროლებელი ხელით გადათვლაა: ბიულეტენების რაოდენობა უნდა დაემთხვეს. და როგორც ჩანს ემთხვევა.
როგორ უნდა გააყალბო ისე, რომ ბიულეტენების რაოდენობა უცვლელი დარჩეს?
ბიულეტენი უნდა შეცვალო. სხვა ფურცელი უნდა ჩავარდეს ნამდვილის ნაცვლად.
რა ვიცით, იმ უზარმაზარ შავ აპარატში რა ხდება? იქნებ აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ბიულეტინი? ვთქვათ ყოველი მეორე 5 იანი და ყოველი
მეორე 4 იანი ბიულეტენი დაიტოვოს შიგნით და მის მაგივრად ჩააგდოს წინასწარ გაფერადებული 41 იანი ბიულეტენი?რა, შეუძლებელია? არა ძნელია? არა
ძნელი დასაჯერებელია? კი მაგრამ აბა ის დავიჯერო რომ
ყოველი მეორე ქოცია?გაიხსენეთ, რომ უბანი რომ იხურება სანამ ხელით გადათვლა დაიწყება პირველი რაც ხდება არის რომ ეგ აპარატი მიაქვთ სადღაც, ვიღაცებს.
თითქოს 4 იანის და 5 იანის ბიულეტენების ნახევარი 41 ად გადაკეთდა, ეგეთი შედეგები დადო ცესკომ ამ აპარატებიდან.
რაღაც ეგეთი მოხდა დარწმუნებული ვარ. მავიტო არ ჩანს არსად გაყალბების კვალი: ის აპარატია თვითონ გაყალბების მანქანა
ნაცებს და ახლებს მოპარეს ხმების თითქმის ნახევარი და თავისთვის დაიწერეს.
მარტო ამათ რატომ მოპარეს? იმედი აქვთ რომ ამათ რომ დააკლებენ, ლელოს და გახარიას პროტესტის ნაკკლები მოტივაცია ექნებათ.
400,000 ხმა უბრალოდ წაართვეს ოპოზიციას და თავისთვის ჩაითვალეს.
მაგიტო მიიღო რუსული კანონი თამამად საარჩევნო წელს
მაგიტო არც კი აღასრულა ეგ კანონი არჩევნებამდე
მაგიტომ იძახდა რუსულ სიგიჟეებს წინასაარჩევნოდ.
გაკვირვებული რომ ვიყავით, არჩევნებში რისი იმედი აქვსო.
რისი და გაყალბების მანქანა დანადგარების.
ოპოზიციამ ეა არჩევნები მინიმუმ 52-40,9 მოუგო ოცნებას, ემიგრანტების გამოკლებით, ტრადიციული გაყალბების საშუალებების შემდეგ.
კომენტარები