ექიმი გიორგი ღოღობერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მისი სახელით ტყუილი პოსტები ვრცელდება.
ექიმის თქმით, ის სამედიცინო რჩევებს მხოლოდ ვიდეოს სახით იძლევა.
“მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, არასოდეს ენდოთ ჩემი სახელით დაწერილ პოსტებს!
სამედიცინო რჩევებს ტექსტების სახით არასოდეს ვწერდი. მხოლოდ ვიდეოები მაქვს. სამწუხაროდ, აქტივობების გაზრდით მიზნით ათას ტყუილს იფიქრებენ ჩემი სახელით”
კომენტარები