ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს ახალი წელი დადგა. 4 თებერვლიდან კი ვირთხის წელი შემოდის. აქვე გეტყვით, რომ ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემდეგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა.
ჩინეთში ახალი წელი 15 დღეს გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების მთელ სერიას მოიცავს. ამ 15 დღის განმავლობაში არ არის სასურველი სასაფლაოზე და გასვენებაში წასვლა. ნუ მიხვალთ იმ ოჯახებში სტუმრად, სადაც მიცვალებული ჰყავდათ, თუნდაც ორი თვის წინ…
“25 იანვარს მთვარის პირველი დღეა და სამყაროს კანონის მიხედვით, ახალი წელი ამ დღეს იწყება. აღმოსავლეთში თვლიან, რომ მთვარის პირველი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია და რა განწყობითა და სურვილებითაც შევხვდებით, შემდეგ მთელ წელზე იმუშავებს, რადგან ძალიან ძლიერი დღეა ენერგეტიკულად.
რაც შეეხება 4 თებერვალს, მზის პირველი დღეა და ვირთხის წელი შემოდის. საერთოდ, სამყაროში იშვიათად ხდება, რომ ჯერ მთვარის პირველი დღე დგება და მერე მზის, პირიქით არის ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებულია და ამ შემთხვევას ჩინელები “ლაფშუნს” ეძახიან.
როგორ უნდა შეხვდეს 25 იანვარს ის, ვისაც სურს რომ ჩინური ახალი წელიც იზეიმოს?
24 იანვრის 22:00 საათიდან 25 იანვრის ღამის 11 საათამდე აკრძალულია იატაკის მოწმენდა, რადგან ამ დროს სახლში ენერგია შემოდის. 25 იანვარს არ არის სასურველი თავის დაბანა, უაზრო სიცილი, სიმთვრალე, მხოლოდ მცირეოდენი ალკოჰოლი მიიღეთ. კარგია, თუ ამ დღეს ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, წახვალთ სამსახურში. ამ დღეს, ერთ-ერთი მთავარი რიტუალია ჩაის მომზადება: აიღეთ რვა ჭიქა წყალი, რვა ცალი შაქრის ნატეხი და შვიდი სხვადასხვა სახეობის ჩირი: შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს ჩირი ან მურაბა, ფინიკი, მშრალი ფორთოხლის ფირფიტები, ქლიავის, ლეღვის, ვაშლისა და მსხლის ჩირი, ქიშმიში…
მათ ვინც უშაქრო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მოამზადონ რვა სახეობის ჩირისგან, ხოლო თუ შაქრით სვამთ 7 სახეობის ჩირი აიღეთ და მერვე ინგრედიენტად შაქარი ითვლება. წყალი დაასხით ჩირებს და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში და გაანაწილეთ რვა ნებისმიერი ზომის ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ჩაის შემადგენლობაში იყოს ფორთოხლის ჩირი. ამ ჩაით გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს, სასურველია თუ რვა ყლუპს მაინც დალევენ.
25 იანვარს დილის 11-დან შუადღის ორ საათამდე ხორცეული არ მიირთვათ. ამ დღეს კარგია ოჯახის წევრებმა ერთმანეთს 20-იანი კუპიურები აჩუქონ, რომელსაც მთელი წელი საფულით ატარებენ, შეგიძლიათ ეს იყოს 20 თეთრიანებიც. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ რვა სახეობის მსუბუქი კერძი.
სახლის მისაღებში პატარა ფიალით დადგით ბრინჯი. გადახედეთ, სამზარეულოში ხომ არ გაქვთ გაბზარული ჭურჭელი და გადაყარეთ. ასევე ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, აუცილებლად გაეცით ჩინურ ახალ წლამდე. მოიშორეთ გარდერობიდან დაზიანებული წინდები და ფეხსაცმელი. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი ადამიანებისთვისთვის, ეცადეთ, რომ ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული გქონდეთ.
ცნობისთვის, წელს კორონავირუსის გამო ჩინეთში სააახალწლო ღონისძიებები გადაიდო.
„2020ნიუსი“
კომენტარები