ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან.
კითხვაზე – თუ დაავადება უსიმპტომოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ექიმებს აქვთ ცალსახა რეკომენდაცია – თუ პაციენტს ანამნეზში არ აქვს საეჭვო განაცხადი, რომ იმოგზაურა რისკჯგუფის ქვეყნებში 14 დღის წინ და ჰქონდა კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, მაშინ პაციენტის მდგომარეობა არ არის რისკ ჯგუფში.
მისი თქმით, ყველამ, ვისაც ექნება მწვავე რესპირაციული სიმპტომები- ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. არა სასწრაფოს ექიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწრაფოები გადაიტვირთება და ისინი ვეღარ მოემსახურებიან იმ პაციენტებს, რომლებთა მომსახურებაც აუცილებელია.
კითხვაზე არის თუ არა ოჯახის ექიმი გადამზადებულ იმგვარად რომ გაარჩიოს ჩველებრივი ტიპის ვირუსი და კორონავირუსი ცერცვაძე პასუხობს:
” მოსახლეობამ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, პირველადი ჯანდაცვის ექიმს, ზოგადი პრაქტიკის ექიმს. თუ ოჯახის ექიმს ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს მიმართავს პაციენტი ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომებით, რომელსაც არ აქვს არცერთი საეჭვო მომენტი, არ უმოგზაურია მაღალი რისკის ქვეყნებში და არ ყოფილა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან მაშინ, მან ის არ უნდა გაგზავნოს სპაციალიზირებულ დაწესებულებაში. არ უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არამედ უნდა უმკურნალოს თვითონ, როგორც სტანდარტუალდ “-ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საეჭვოს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსია.
კომენტარები