ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რუსეთს არაერთხელ აქვს გამოყენებული ქიმიური იარაღი სირიაში. თან გუშინ უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად სირიაში ნაბრძოლი გენერალი დვორნიკოვი დანიშნეს.
ვისაც გაინტერესებთ, რას წარმოადგენს ქიმიურ იარაღად გამოყენებული ზარინი, რომლის წარმოება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აიკრძალა.
როგორ უნდა მოვიქცეთ ზარინის გამოყენების შემთხვევაში:
1. გაიხადეთ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი მოათავსეთ დახურული პარკში;
2. სხეულის დაზიანებული მონაკვეთები დაიბანეთ წყლით (საპნის გამოყენების გარეშე);
3. შეძლებისდაგვარად გაეცალეთ იმ ზონას, სადაც ზარინი იქნა გამოყენებული.
გაითვალისწინეთ, რომ ზარინს არ აქვს ფერი და სუნი, ამიტომ მას ვერ დაინახავთ და ვერც მის სუნს შეიგრძნობთ.
კომენტარები