წინა ბლოგში, სადაც ვისაუბრე სარეცხი მანქანის გაუმართაობის 8 მიზეზზე და იმაზე, რა შემთხვევაში უნდა გამოიძახო სარეცხი მანქანის ხელოსანი, დაგპირდით, რომ შემდეგში ვისაუბრებდი სარეცხ ფხვნილზე, მართლა აფუჭებს თუ არა მანქანას, რა შემთხვევაში, რომელი სჯობს გამოვიყენოთ, გრანულები, თუ თხევადი და რა ნიშნით შევარჩიოთ.
იცი, დღეს რის მიხედვით ირჩევ სარეცხ ფხვნილს?
გგონიათ ხარისხის მიხედვით? – არა, რეკლამის, ბაზრის ყველა სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა 90 პროცენტი იმ სარეცხ ფხვნილს იყენებს, რომელიც კარგად რეკლამდება, შესაბამისად, ამიტომაც განსაკუთრებით აგრესიულად გვხვდება ამ პროდუქტზე რეკლამები.
როგორი კარგი სარეცხი ფხვნილი?
მან ორ ტესტს უნდა გაუძლოს – ესაა უსაფრთხოება და ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქიმიაა, მწარმოებელი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს, რადგან ამის გარეშე, სარეცხმა საშუალებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებლის ჯანმრთელობას, მაშინაც კი, თუ რეცხვის შემდეგ ორჯერ გაავლებ სარეცხს და კარგადაც გააშრობ ჩაცმამდე.
დაიმახსოვრე – უსაფრთხოება არ ნიშნავს ხარიხს.
შესაძლოა, სარეცხი საშუალება იყოს უსაფრთხო და არ იყოს ხარისხიანი. რაკი უსაფრთხოა, აუცილებლად კარგად რეცხავს? – არა. ერთი მეორესთან კავშირში სულაც არაა. სწორედ ამიტომ, ორივე კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, ხარისხიც და უსაფრთხოებაც.
და როგორც კი ხარისხზე გადავდივართ, პირველი პრობლემაც იქვე იჩენს თავს, ხარისხის შესახებ ინფორმაციას, ბაზრის კვლევის მიხედვით, მომხმარებელი ერთადერთი წყაროდან იღებს – ესაა რეკლამა.
როგორი სარეცხი საშუალებები რეკლამირდება? – ძვირადღირებული, ითვლება, რომ იაფი ისედაც იყიდება, რაც მცდარია, რადგან მომხმარებლები, სწორედ იმიტომ, რომ ინფორმაციას მეტწილად რეკლამისგან იღებენ, ზოგჯერ საერთოდ არ იცნობენ იაფფასიან სარეცხ საშუალებებს.
ახლა გეტყვი იმას, რასაც რეკლამაში ვერასოდეს მოისმენ – ქიმიური თვალსაზრისით, ყველა სარეცხი ფხვნილი, რაც უნდა ღირდეს, ერთი და იგივე კომპონენტებისგან შედგება, ყოველ შემთხვევაში, უნდა შედგებოდეს, თუ ფალსიფიცირებულ, ყალბ საქონელს არ შემოგასაღებს ვინმე.
სარეცხი საშუალების ძირითადი კომპონენტები მითითებულია შეფუთვაზე და მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავ, იმას, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მიაქციო ყურადღება:
მათეთრებელი
თეთრი ნაჭრის რეცხვა მოითხოვს მათეთრებლის ფუნქციის დამატებას უდაოდ. ყურადღება მიაქციე, რას წერს მწარმოებელი, რა საშუალებას გამოიყენებს მათეთრებლად, თუ ქლორით ცდილობს ამ ფუნქციის მიღწევას, უნდა იცოდე, რომ ქლორის მათეთრებელი საკმაოდ აგრესიულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ალერგია აქვს. ალერგიული ადამიანები ასეთ სარეცხ საშუალებებს უნდა მოერიდონ, ან რამდენჯერმე ჩართონ გავლების ფუნქცია. საუკეთესო ვარიანტია, თუ უფრო „ნაზ“ სარეცხ საშუალებას შეარჩევ, რომელიც მათეთრებლის ფუნქციას ქლორის გარეშე აღწევს.
არ დაგავიწყდეს, გადაამოწმე, მათეთრებელი არ უნდა შედიოდეს ბავშვის სარეცხ საშუალებებში!
ფოსფატები
საუკეთესო საშუალებაა წყლის სიხისტის წინააღმდეგ, ცნობისთვის, დარბილებული წყალში სარეცხი უკეთ ირეცხება. პრობლემა ისაა, რომ ფოსტატები გარემოზე ახდენენ ცუდ გავლენას, ამიტომაც, მაგალითად, გერმანია, იტალია, შვედეთი, შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია ის ქვეყნებია, სადაც მიღებულია ფოსფატის შემცველობის მარეგულირებელი ეროვნული ან ინდუსტრიული სტანდარტები. ფოსფატები, რომლებიც ჩვენი სარეცხი მანქანებიდან კანალიზაციაში და შემდეგ მიწაში ხვდებიან, ხელს უწყობენ მცენარეების დაჩქარებულ ზრდას და, შედეგად, იწვევს მათ ჭარბ ზრდას და დაჭაობებას. მესმის, რომ დღეს ერთ კონრეტულ სარეცხ მანქანაზე გსურს ინფორმაციის მიღება და არა გარემოს დაცვაზე, მაგრამ წარმოიდგინე, გაქვს პატარა სახლი ეზოთი და კანალიზაცია გადის შენივე მიწაზე, ყოველ დღე რეცხავ სარეცხს ფოსფატიანი სარეცხი საშუალებით, – რამდენიმე წელში შეიძლება დააზიანოს ნარგავები ამ მიწაზე, რაც დაბრალდება კლიმატის ცვლილებას, მთვარის დაბნელებას, არადა, შესაძლოა სწორედ ფოსფატია სარეცხი მანქანიდან.
ცეოლითები
ფოსფატები რიგ ქვეყნებში ჩანაცვლდა ცეოლითებით, თუმცა, იგი ცუდად იხსნება სარეცხი საშუალებით გაჯერებულ წყალში, ცუდად გამოიდევნება რეზერვუარებიდან, ქსოვილიდან, ამიტომ, შედარებით უხეში ეფექტი აქვს, ამიტომაც არ უნდა შედიოდი ბავშვის სარეცხ საშუალებაში. გარდა ამისა, გამომდინარე იქედან, რომ კანალიზაციის მილში „იძირება“, დროთა განმავლობაში, მილების გაჭედვას იწვევს. ამიტომ, იდეალური, არც ეს ვარიანტია.
ფერმენტები
ფერმენტები ეფექტურად აშორებენ ბიოლოგიურ დამაბინძურებლებს, როგორიცაა ლაქები სისხლის, კაკაოს, ღვინოს, სოუსების და ა.შ. მხოლოდ ერთი რამ უნდა იცოდე, რომ ფერმენტები ვერ იტანს 50°C-ზე მაღალ ტემპერატურას, ამიტომ დუღილით რეცხვისას ასეთი საშუალების გამოყენებას აზრი არ აქვს.
ქაფის საწინააღმდეგო საშუალებები
ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შენი სარეცხი მანქანისთვის, რადგან უხვი ქაფი, გარდა იმისა, რომ აუარესებს რეცხვის ხარისხს, შესაძლოა გამოიწვიოს მანქანის ელექტრონულ წრეში მოკლე ჩართვა. ეცადე, ის სარეცხი საშუალება გამოიყენო, რომელსაც დამატებული აქვს უხვი ქაფის საწინააღმდეგო აგენტები. თუ ქაფის საწინააღმდეგო აგენტებიან სარეცხ საშუალებას იყენებ და მაინც უხვი ქაფის პრობლემაა, დააკვირდი ინსტრუქციას, იმაზე მეტს ხომ არ ყრი ან ასხამ მანქანაში, ვიდრე მწარმოებლისგანაა რეკომენდებული?
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ქაფია ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ხელით რეცხვის საშუალება არ შეიძლება სარეცხ მანქანაში გამოვიყენოთ.
რა განაპირობებს სარეცხი საშუალების ხარისხს?
რეალურად, მხოლოდ ის, რისთვის გინდა და რამდენად სწორად იყენებ. მაგალითად, ნამდვილად იმ გრადუსზე რეცხავ, თუ არა, რაც რეკომენდებულია, წყალი და ტემპერატურა რამდენად სწორადაა შერჩეული, რა ქსოვილია, რისი ლაქის ამოყვანა გინდა, რამდენად სწორად ამატებ სარეცხ საშუალებას სარეცხს – წონის მიხედვით, ტემპერატურის სხვაობა და შესაძლოა ქიმიური რეაქციების ცვლილება.
ბავშვის სარეცხი საშუალება
ერთი შეხედვით, თუ ბავშვისთვის უსაფრთხოა, სარეცხ მანქანას რა უნდა იყოს, ხომ? არადა, ასე სულაც არაა, სწორედ იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივზე უფრო სქელ მასას წარმოშობს, მანქანა ბოლომდე ვერ ხსნის ხოლმე, ამიტომ ხშირად, ინსტრუქციაში წერს მწარმოებელი, რომ იგი პირდაპირ ბარაბანში უნდა ჩაყარო, ან ჩაასხა, და არა სარეცხი საშუალების უჯრებში. თუ გინდა სარეცხი მანქანა დიდხანს და კარგად გემსახუროს, ეს რჩევა გაითვალისწინე.
თხევადი, თუ გრანულები?
გაგიკვირდება და ორივე.
დიახ, საუკეთესო ვარიანტია ორივე გამოიყენო და ახლა ავხსნი რატომ ან როგორ.
თხევადი საშუალება უკეთესია ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად, ხოლო გრანულები უფრო ეფექტურია ჭუჭყთან, დამაბინძურებლებთან. მაგალითად, თუ ტანსაცმელი ბუნებრივი დამაბინძურებლებით დალაქავდა, გრანულები უნდა გამოიყენო, რადგან გრანულები სწრაფად იხსნება, მეტი ქაფი აქვს, უკეთ უმკლავდება ჭუჭყს, აი, ცხიმიანი ლაქებთან კი გელი სჯობს.
არსებობს მითი, რომ გრანულები ტოვებს ტანსაცმელზე კვალს და თხევადი – არადა, არც ერთი ტოვებს კვალს, თუ სწორად მოხდება წყლის ტემპერატურის და რეჟიმის შერჩევა. გრანულები დაბალ ტემპერატურაზე ცუდად იხსნება წყალში, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული მაღალ გრადუსზე რეცხვისას.
გრანულები შედარებით იაფია, თუ კვალსაც არ ტოვებს მაღალ ტემპერატურაზე, მაშინ თხევადი საშუალება რაღად მინდა? – აბა, თქვენს ტანსაცმელს გადახედეთ – რამდენს აწერია, რომ მხოლოდ 30–40 გრადუსზე, დელიკატურ რეჟიმში უნდა გაირეცხოს? თხევადი საშუალება მარტივად იხსნება 30–40 გრადუს ტემპერატურაზე წყალში, განსხვავებით გრანულებისგან, გარეცხავთ გრანულებით 30 გრადუსზე ტანსაცმელს და ლაქები ტანსაცმელს შესაძლო დარჩეს, შესაძლოა – არა, მაგრამ, აი, სარეცხ მანქანას აუცილებლად დარჩება შიგნით, ნაწილებზე „ლაქები“, შემდგომში უკვე ნადებები, რაც შემდგომ პრობლემებს იწვევს. გაუხსნელი გრანულები პრაქტიკულად სიმსივნეა სარეცხი მანქანის ნაწილებისთვის, განსაკუთრებით სადრენაჟო ნაწილზე, დროთა განმავლობაში იბლოკება ფილტრები და კანალიზაცია, რის შედეგადაც, მანქანა უბრალოდ შეწყვეტს წყლის გადინებას.
ახლა, ალბათ, იტყვით, რომ კარგი, მოდი, სულ თხევად სარეცხს საშუალებას გამოვიყენებ, რაკი ეგრეა, ხო, კარგი იქნებოდა ასე მარტივად იდგეს საკითხი, რადგან თხევადი მაღალ ტემპერატურაზე არ იხსნება კარგად და ეგაც პრობლემაა.
ერთად შევაჯამოთ და თავადვე მიხვდებით, რომ საქმე რომელიმე სარეცხ საშუალებაში სულაც არაა, პირიქით, ოპტიმალური სწორედ ორივეს გამოყენებაა საჭიროებისამებრ.
რაც შეეხება დამარბილებელ ეფექტს, გამოიყენე ბორაქსი ან ძმარი.
და თუ მაინც შეექმნა სარეცხ მანქანას პრობლემა? მხოლოდ სარეცხი საშუალება ხომ არაა საქმე, რამდენი მიზეზი ჩამოვთვალე წინა ბლოგში, ხომ?
ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვაქვს დამახსოვრებული ადგილი ინტერნეტში, სადაც სარეცხი მანქანის პროფესიონალი ხელოსნების მთელი კატალოგია, ვისაც არ აქვს დამახსოვრებული, ახლა დაიმახსოვროს.
რა ღირს?
ერიდე ხელოსანს, რომელიც ისე გეტყვის ფასს, რომ არც კი იცის, რა აქვს გაფუჭებული, ან პროგრამულად რა აქვს მანქანას არეული, ხომ არ სჭირდება რაიმე სახის ნაწილი და ა.შ. ფასი დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე, ნაწილზე.
(R)
კომენტარები