რა თქმა უნდა, ეს გზა სასიამოვნო არ იყო. არ მეგონა მე თუ დამემართებოდა, მეგონა რომ თავს ვიცავდი. ყოველთვის პირბადე მეკეთა, წესებს ვიცავდი და მეგონა ამ დაავადების შესახებ უფრო მეტი ვიცოდი და დაზღვეული ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველად ეჭვი გამიჩნდა, როცა ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ მის მეგობარს სიმპტომატიკა აქვს, მერე უკვე ვირუსი დაუდასტურდა. მეორე დღეს ჩემს თანამშრომელსაც დაეწყო, ტესტმა დადებითი აჩვენა და მაშინ მივხვდი რომ მეც რისკის ქვეშ ვიყავი, მაგრამ სიმპტომები არ მქონია. 6-ში უკვე სიმპტომატიკა მეც დამეწყო: მშრალი ხველა, სურდო, სიცხე, მერე მეც დავიტესტე და საღამოს ამირანმა დამირეკა დადებითი ხარო გამახარა“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
კომენტარები