აზრი იმის შესახებ, რომ შაქრის მიღება არ შეიძლება, დიეტური მითების დედოფალია. ჭამე ცოტა, თორემ გასუქდები, ჭამე მხოლოდ დილით, თან რაც შეიძლება ცოტა, თორემ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნება – მიუხედავად იმისა, რომ „დოზირება“ სატელეფონო წიგნზე ძველი ტროპია, მაინც ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმის შენარჩუნების გასაღებია.
მიზეზი, რის გამოც შაქარი სახალხო მტრად გამოცხადდა, არის მისი ნეგატიური გავლენა სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე.
რა ხდება, მაშინ როცა ორგანიზმში დიდი ოდენობით შაქარი ხვდება?
შაქრის მაღალმა შემცველობამ შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს სისხლძარღვებს. ორგანოების სისხლითა და ჟანგბადით მომარაგებაზე სწორედ სისხლძარღვებია პასუხისმგებელი. დიდი რაოდენობით შაქრის მოხვედრის შემთხვევაში, კი პანკრეასი სწრაფად ტუმბავს ინსულინს( ჰორმონი, რომლის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის – გლუკოზას ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში), რათა ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს. ამ მოულოდნელმა „ავარიამ“ შეიძლება, ოდნავ დაღალოს სისხლძარღვები.
თუ ეს ხშირად ხდება თქვენმა სხეულმა ინსულინის ეფექტიანად გამოყენების უნარი დაკარგოს და განვითარდეს ქრონიკული დაავადებები – გულის დაავადებები, დიაბეტი, კიბო და კოგნიტური დაქვეითებაც კი.
რა ოდენობით უნდა მივიღოთ შაქარი, რათა ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან ავირიდოთ?
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტი (HHS) შაქრის მიღების ასეთ ნორმებს გვთავაზობენ:
დღეში 2000 კალორიის მიღების შემთხვევაში შაქრის დოზა განსაზღვრულია 50 გრამით. თუ თქვენთვის ეს მკაცრი მოთხოვნაა, ამერიკის გულის ასოციაცია გირჩევთ, რომ ქალებმა დღეში დამატებით მიიღოთ არა უმეტეს 24 გრამისა, ხოლო კაცებმა – დღეში 36 გრამით მეტი.
p.s. ინფორმაციისთვის:
1 ჩაის კოვზი შაქარი = 5 გრ. (თავმოდგმული=7გრ.)
1 შოკოლადის ფილაში = დახლოებით, 7 გრ.
500 მლ.გრ. იოგურტში = დაახლოებით, 65 გრ.
1 ნაჭერ ტორტში (150 გრ.) = დაახლოებით, 40 გრ.
წყარო: www.goodhousekeeping.com
კომენტარები