შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“როგორი მოწყალეა უფალი, რომ ბექა მაჩუქა.
როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე ოდესღაც?!
ერთი ციდა იყო, როცა ჭკუას ვეკითხებოდი.
სჯეროდა, რომ მისი აზრი იყო მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ამ დროს საკუთარი თავის რწმენას აგროვებდა.
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი უპირველესად პასუხისმგებლობას გულისხმობს. ბექას მოხუც ბებოზე ზრუნვას ვასწავლიდი, მისთვის დროულად წამლის შეხსენება, მოტანა, სახლის საქმეებში დახმარება ნელ- ნელა ჩვევაში გადაეზარდა.
მასზე სუსტი არსებების- შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობა ადვილი არ იყო. დრომ დაარწმუნა, რომ მათთან თანაარსებობა დიდი სიხარულის მომტანია.
არ ვანებივრებდი. სოფელში იზრდებოდა. სოფელმა მიწის და ადამიანების სიყვარული ასწავლა, სხვისი შრომის პატივისცემა და დაფასება, საფლავების მდუმარებაში ჩატეულ წარსულთან თანაარსებობა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური საქართველოს ერთიანობა და კიდევ უამრავი რამ…
არ ვიცი ამას რატომ ვყვები. მინდა დაგიმტკიცოთ, რომ კარგი ბიჭია ბექა თუ თავს ვიწონებ მისი დედა რომ ვარ, ასეა თუ ისეა, ამას დრო გვიჩვენებს
ახლა კი ეს ბიჭი იუბილარია და ვულოცავ!
(რაღაც- რაღაცეებისთვის არ მემეტება, მაგრამ მის არჩევანს პატივს ვცემ)
დაგილოცავ მომავალს, ჩემო შვილო, ჩემო დეო”
კომენტარები