ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა დაწარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა – მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
ლიდერობის პროგრამები სტრუქტურირებული ინიციატივებია, რომლებიც მენეჯერულ როლებში მყოფი პირების უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ამ პროგრამების უპირველესი მიზანი კონკრეტული ადამიანების ორგანიზაციული ინოვაციებისთვის, გუნდების ეფექტურად მართვისთვისა და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებისთვის მომზადებაა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, თიბისიმ Develor International-თან ერთად სპეციალური 5 თვიანი პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისო ტრენერებიჩამოდიან. პროგრამა 4 მოდულს ფარავს: სტრატეგიული ხედვა, ცვლილელების მართვა, კოლაბორაცია და ადამიანების მართვა/განვითარება. ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ლიდერობის 2 პროგრამა ჩატარდა: Leading Leaders – Leadership Pipeline Institute 3 დღიანი ტრენინგი და Self-intelligence at workplace 2 დღიანი ვორქშოპი.
ამასთან, თიბისისა და Bled School of Management-ის თანამშრომლობით სლოვენიაში 5 დღიანი ლიდერობის პროგრამა ტარდება, რომელიც როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. ცოტა ხნის წინ, თიბისის თანამშრომლები სწორედ ბლედის მენეჯმენტის პროგრამიდან დაბრუნდნენ და საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.
ბლედის მენეჯმენტის პროგრამის ერთ–ერთმა მონაწილემ, ქეთევან ახრახაძემ პროგრამის უნიკალური სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეორიული საკითხები და ვორქშოფის ნაწილი ერთმანეთთან იდეალურად იყო შერწყმული და კომბინირებული. მისივე თქმით, პროგრამა სავსეიყო ინტერაქტიული აქტივობებით, რაც მასგამორჩეულს ხდიდა.
ქეთი კურსის ერთ–ერთმა ნაწილმა განსაკუთრებითაღაფრთოვანა – ნიჩბოსნობის აქტივობა, რომელიცმისთვისაც კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზეარასპორტული ადამიანისთვის დაუვიწყარიაღმოჩნდა. აქტივობა, როგორც სპორტულ ასპექტებს, ასევე დიდი დოზით გუნდურობის, ერთმანეთისგატანისა და მხარდაჭერის ელემენტებს შეიცავდა.
“საქართველოდან გაფრენამდე ვიცოდი რომსაინტერესო პროგრამა მელოდებოდა, თუმცაქვეყანაში კიდევ უფრო განსხვავებულიშეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. საკმაოდ ძლიერ და ინფორმაციულ კურსთან ერთად, ეს ჩემს ცხოვრებაში საოცარი თავგადასავალი იყო – ახალი ადამიანების, უნარების, შესაძლებლობებისადა შეხედულებების აღმოჩენებით სავსე”. – გვიყვებაქეთი.
თიბისის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ნოზაძე, რომელიც სლოვენიაში, ბლედის პროგრამაზეიმყოფებოდა ხაზს უსვამს, რომ კურსი ლიდერულიუნარების განვითარებისთვის იდეალურია. როგორცთავად გვიყვება, ლექციები საკმაოდ აქტიური დაპრაქტიკული იყო.
“თავად გვიწევდა გარკვეული სიმულაციებისგაკეთება, შესაბამისად, ჩვენი ჩართულობაც დიდიიყო, ამიტომ სწავლის პროცესი საერთოდ არ იყოდამღლელი. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა მორგებულია ჩვენი ორგანიზაციის რეალობასთან დასაჭიროებებთან, რაზეც ნამდვილად კარგად იმუშავეს ორივე მხარემ – ჩვენმა გუნდმა და ბლედის უნივერსიტეტმა”. – აღნიშნა ნინომ.
ქეთისა და ნინოს პათოსს ლიდერობის პროგრამის მესამე მონაწილე, ლაშა დაუშვილიც იზიარებს, რომლისთვისაც ტრენინგებმა, ემოციებმა თუ მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა. მისი აზრით, ყოველთვის სასიამოვნოდა დასაფასებელია, როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, განვითარების მსგავს შესაძლებლობას გაძლევს.
კურსის ფარგლებში გვასწავლიდნენ ლექტორები რომლებსაც ეტყობოდათ, რომ ფლობდნენ არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. როგორც სასწავლო გარემო ასევე ქალაქი ბლედი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. მნიშველოვანია, როდესაც კომპანია ცდილობს განავითაროს მენეჯერები, რომ მათ შეეძლოთ უკეთესად მართონ პროცესები, უკეთესად შეძლონ კომუნიკაცია და იყვნენ უფრო მაღალი დონის პროფესიონალები”, – ამბობს ლაშა.
პროგრამებში ინვესტირებით, თიბისი არა მხოლოდ თანამშრომლების უნარებს აუმჯობესებს, არამედ უწყვეტი სწავლის კულტურას ქმნის. ორგანიზაციაში დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული, სრულად დაფინანსებული პროგრამების მიწოდებით, კომპანია მათი პროფესიული ზრდის მიმართ ერთგულებას გამოხატავს.
(R)
კომენტარები