11 აპრილს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +10 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით +6 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით ნალექსა და +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +9 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +22 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +10 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები